ბელარუსი ოლიმპიელები ლუკაშენკოს რეჟიმს უპირისპირდებიან. ოლიმპიელი კრისტინა ციმანოუსკაიას შემდეგ სამშობლოში დაბრუნებაზე უარს იანა მაქსიმოვა და მისი ქმარი, ოლიმპიური ჩემპიონი კრავჩენკო ამბობენ.
სპორტსმენების განცხადებით ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ პროდემოკრატიული ძალებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიების გამო, ბელარუსში ცხოვრება სახიფათოა.
ოლიმპიელები ასევე შიშობენ რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ.
მედიის ინფორმაციით სპორტსმენების ოჯახს პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანია და პოლონეთი მისცემენ.