ეპიდემიოლოგები დღეში 90-მდე გარდაცვალებას ვარაუდობენ | ვითარება დღითიდღე მძიმდება, მოსახლეობის უმეტესობა კი მაინც არ იცრება

გამოქვეყნდა:

ეპიდვითარება ქვეყანაში უმართავი ხდება. 4 ათასზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილთა უპრეცენდენტო რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის დღევანდელი რეალობა, რომელიც რამდენიმე კვირაში, სამწუხაროდ, დრამატულად დამძიმდება.

მედიკოსები პესიმისტურ გათვლას რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით აკეთებენ და ლეტალური შემთხვევების გაორმაგებას არ გამორიცხავენ. ინფიცირებულთა ყოველდღიურად მზარდი სტატისტიკა კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს ჰოსპიტალურ სექტორს. შესაძლოა, მძიმე პაციენტებმა გადატვირთული კლინიკებისა და ცხელი ხაზის გამო აუცილებელი სამედიცინო დახმარება საერთოდ ვერ მიიღონ.

ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს დეტალებს, თუმცა მთავრობაში აქტიურად განიხილება საველე ჰოსპიტალების ამუშავების გეგმაც.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი