3-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილმა პირველად მიიტანა იერიში მმართველ გუნდზე, თუმცა ბალანსისითვის არც მთავარი ოპოზიციური პარტია დავიწყებია. "ოცნების" საპასუხო კრიტიკამაც არ დააყოვნა და მათივე მხარდაჭერილ პრეზიდენტს ბალანსი დაუწუნა.
მმართველი პარტიის წევრები ზურაბიშვილისგან ითხოვენ, უფრო კრიტიკული იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ.
ზურაბიშვილის გზავნილი კი ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა განსხვავებულად გაიგო. "ლეიბორისტები" ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია და "ოცნებაზე" შეტევა მან სწორედ ივანიშვილის შეკვეთით მიიტანა.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გასაგონად, ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულ და სამართლებრივ გარემოში, ძალადობისა და პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენების გარეშე ჩატარებაზეც ისაუბრა.
მინიშნება ამ თემაზე ზურაბიშვილს შემთხვევით არ გაუკეთებია - სუს-ის კრებსებში, ისიც ფიგურირებს და უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის პირველ პირსაც უსმენს