"ოცნება" ახალი რეგულაციების დაწესებას ცდილობს - პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობა სრულდება, თუმცა შეზღუდვები - არა. ორთვიანი კარანტინის შემდეგ, მმართველი პარტია ახალი რეგულაციების დაწესებისთვის ემზადება. კანონში ცვლილები პარლამენტმა დღეს უნდა მიიღოს, თუმცა სხდომა, რომელსაც დღეს ოპოზიციაც ესწრება, პოლიტიკური განცახდებებით გაიხსნა.

ოპოზიცია ხელისუფლებას კორონა პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ანტიკრიზისული გეგმაც კი "ქართულმა ოცნებამ" სწორედ საარჩევნო პერიოდზე გათვალა, თუმცა ამ დროშიც დახმარებას ვერ მიიღებენ ადამინები, ვისაც ხელისუფლების მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება.

ხელისუფლების ოპონენტების თქმითვე, ექვს თვეზე გაწერილი დახმარება სპეციალურადაა შერჩეული და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ამბობენ, რომ ეს ციფრებით მანიპულირება და სპეკულაციაა. ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს ითხოვს, სადაც გაწერილია, რეალურად, რა დახმარების გაწევა შეუძლია ხელისულებას მოსახლეობისთვის.

საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებზე ამ დრომდე მსჯელობენ. პარლამენტში ის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა წარადგინა და მას პირველი მოსმენით განიხილავენ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება აღარ არის. მისივე განცხადებით, მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები თავად დააწესოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი