
საქართველო ევროკავშირსგან 150 მილიონ ევროს მიიღებს. ევროკავშირის საბჭომ 10 ქვეყანის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა და მათ შორის არის საქართველოც.
ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებზე სამი მილიარდი ევრო გადანაწილდება. მიღებული დახმარება ეპიდემიისაგან დაზარალებული სფეროების აღდგენას მოხმარდება. დახმარებიდან ყველაზე მეტი - მილიარდ 200 მილიონი ევრო უკრაინას გადაეცა.