მორიგი დეზინფორმაცია ლუგარზე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო რეჟიმს პასუხობს

გამოქვეყნდა:

მორიგი დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე - ევროკავშირის სადამკივრვებლო მისია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს პასუხობს. 

მისიის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებისა და სადამკვირვებლო მისიის წევრების დადანაშაულება ცხინვალში, კოვიდ ინფექციის გავრცელების მცდელობასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია და დეზინფორმაციაა.

შეგახსენებთ რომ ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ ხაზთან, ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან ბიოლოგიური მასალის მიღებას ცდილობენ, რაშიც მათ ქართული მხარე და ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ეხმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი