საქართველოში არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ - კობახიძე რურუას საქმეზე

გამოქვეყნდა:

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები, გამორიცხულია, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომიტეტის მიერ, "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის განხილვას. 

ყველამ იცის საქართველოში ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის პოლიტპატიმარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, საერთაშორისო დონეზე ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისე, როგორც შეეფერება ქართულ სინამდვილეს. სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ, - ამბობს კობახიძე.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გიორგი რურუას საქმეს აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომიტეტი განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი რვა მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, მასზე, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. 

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი