თელავსა და გურჯაანში "ოცნების" წევრები თანამდებობებს ტოვებენ და გახარიას უერთდებიან

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" რღვევა კახეთშიც დაიწყო - თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ტოვებენ. 

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა თელავის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა, რომელმაც თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შუერთდა. 

ორკოდაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ  ხელისუფლება მძიმე პანდემიის პირობებში, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის  ნაცვლად, ოპონენტების  გაშავებით არის დაკავებული.

თანამდებობა დატოვა გურჯაანის მერის მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმაც. ორივე მათგანი პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი იქნება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი