ყველაზე ახლო მეგობრებიც კი კეთროვანად რომ გამოგაცხადებენ, პოლიტიკურად გვამი ხარ - ანალიტიკოსები ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის გაუქმებულ ვიზიტებს ანალიტიკოსებიც ეხმაურებიან, მათი თქმით, 5 ივლისს მომხდარი ძალადობისა და 19 აპრილის შეთანხმების გაუქმების შემდეგ შეხვედრების გადადებაზე ინფორმაცია თავადაც ჰქონდათ.

"პირველწყაროებიდან ვიცით ეს ყველაფერი, ვიზიტი რომ იყო დაგეგმილი ამის შესახებ ვიცოდით, თავიდან იყო მსუბუქი თხოვნა იქნებ გადავდოთო, 5 ივლისის მერე, და ამას როცა დემატა ხელშეკრულებიდან გამოსვლა, აქ უკვე ძალიან კატეგორიული განცხადება იყო. 

ყველაზე ახლო მეგობრებიც კი კეთროვანად რომ გამოგაცხადებენ და შენი დანახვა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად უკვე გვამი ხარ შენ ევროპისთვის", - თქვა CSAC-ის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძე.

მისი თქმით, ამას უკვე შეიძლება მოჰყვეს დახმარების შეჩერება, პროექტების გაჩერება თუ სხვა. 

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ გზავნილები საკმაოდ პირდაპირი იყო, რადგან ხელისუფლების ქმედებები შეუთავსებელი იყო პროდასავლურ კურსთან. 

"რაც უფრო შორს შეტოპავს ეს მთავრობა ავტორიტარიზმში, რაც უფრო ღიად დაემსგავსება ბელარუსს თუ რუსეთს, ბუნებრივია, ამას უკურეაქციაც ექნება", - თქვა გიორგი ბადრიძემ. 

ცნობისთვის, ღარიბაშვილთან ვიზიტები გააქუმეს ბალტიისპიერეთის ქვეყნებმა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი