ოპოზიციის „შავი სია“ - ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის და მისი დაკვეთების შემსრულებისთვის საერთაშორისო სანქციების დაკისრებას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპოზიციის შავი სიის მთავარი ფიგურანტები არიან. ხელისუფლების დაკვეთით მათი გასამართლებულია სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების დიდი ნაწილი. საერთაშორისო იზოლაცია კი ის პოლიტიკური ფასია, რომელიც ოპოზიციის აზრით დაკვეთების შემსრულებლებმა უნდა გადაიხადონ.

პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი, ინტერპარტიული კომისიის შავ სიაში, მხოლოდ მოსამართლეები არ მოხვდებიან. ოპოზიცია საერთაშორისო სანქციების დაწესებას იმ პოლიციელებისთვისაც მოითხოვს, ვინც ცრუ ჩვენებებით მოსამართლეებს სამოქალაქო აქტივისტების ციხეში გაშვებაში ეხმარება.

საერთაშორისო სანქციების სიის სათავეში პოლიტიკური რეპრესიების მომწყობი ლიდერები იქნებიან. ოპოზიციის პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი საქართველოს მეგობარ ქვეყნებს სთხოვენ, შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილს დაუწესონ, აუკრძალონ მას ევროკავშირსა და ამერიკაში მოგზაურობა და გააუქმონ ანგარიშები და აქტივების უცხოურ საფინანსო ორგანიზაციებში. ამ ჩამონათვალის მეორე და მესამე ადგილებს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გადაინაწილებენ.

ოპოზიციის შავ სიაში მოხვდება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ვასაძე. 

შავი სიის ადრესატებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. ბიძინა ივანიშვილიც და პრემიერი გახარიაც მცხეთიდან ისე წავიდნენ, რომ მედიის არცერთი შეკითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. ოპოზიციას დღეს მთავრობიდან ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი პასუხობდა. იუსტიციის მინისტრის ამტკიცებდა, რომ ქვეყანას არც პოლიტპატიმრები ჰყავს და არც ივანიშვილის დაკვეთით არ ხდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა. 

უფრო მწვავე იყო დღეს „ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობის პოზიცია. „ოცნების“ ვიცე-სპიკერები ამბობდნენ, რომ ე.წ. შავი სიის შეადგინა ოპოზიციის ოცნებაა და ხელისუფლების ოპონენტები სამართლებრივად პოლიტიკურ დევნას ვერ დაადასტურებენ.

ოპოზიცია ე.წ. შავი სიის პირველად ვარიანტს 8 იანვარს წარადგენს. ვინც ამ სიაში მოხვდება ოპოზიცია ამბობს, რომ  პარტნიორ ქვეყნებში შესვლის უფლება უნდა აეკრძალოთ და საბანკო ანგარიშები დაებლოკოთ.

ხელისუფლების ოპონენტები მეორე, ე.წ. მსხვერპლთა სიის შედგენასაც აპირებენ. წინასწარ აანონსებენ, რომ მასში 200-ზე მეტი ადამიანი მოხვდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი