ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი - გახარია სუს-ის კრებსებზე

გამოქვეყნდა:

ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი - ასე გამოეხმურა პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია სუს-ის უკანონო თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე, ნიკა გვარამიას გადაცემაში გასულ მასალას. ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ლილუაშვილის უწყება მას არ უსმენდა, მაგრამ ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.

აღსაიშნავია, რომ გიორგი გახარია, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში, პირველი არჩევნებისთვის ემზადება, პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათვასუფლებასა და მისი თანაგუნდელების დევნას აპროტესტებს.

"ეს შიშია, როგორ დონემდე მიდიან, იცით?! რიგით საჯარო მოხელეებს, ექიმს სოფლის, მეხანძრეს, იმის გამო, რომ "ფეისბუქზე" რაღაც სიმპატია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით...

ამაში [ფარული ჩანაწერები] პირველი ვინც უნდა ჩაერთოს, საგამოძიებო ორგანოებია,რომლებმაც უნდა გვითხრან, ეს რა არის. მეორე კატეგორიულად მიუღებელია და ჩვეულებრივი სიბინძურის მაჩვენებელია და ამორალურობის მაჩვენებელია ჩემთვის, როდესაც მითხრეს, რომ ამ ჩანაწერებში იყო, პირადი ცხოვრების რაღაც მომენტები. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი, რომელსაც "ქართული ოცნება" 2012 წლის დაწყებიდან ებრძოდა",- თქვა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი