ვინ არის გუჯა პირველი | "ოცნების" აგენტ-პროვოკატორი კრიტიკულ მედიას თავს ესხმის და პროვოკაციებს აწყობს

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, რომელიც "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ნავთლუღის ბაზარში მუშაობისას დაუპირისპირდა, რესპონდენტების მიმართ აგრესიული იყო და მათ გაჩუმებას ცდილობდა, "ქართლი ოცნების" წევრია.

"მთავარმა არხმა" გაარკვია, ვისგან იღებს დავალებებს გუჯა პირველი, რომელიც თავს ესხმის კრიტიკულ მედიას და მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციის წევრების პროვოცირებას ცდილობს. გუჯა პირველის სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ ის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრია.ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პირველი სოზარ სუბარის მხარდაჭერ კამპანიაში მონაწილეობდა და მმართველი პარტიის მხარდამჭერია.

ყველა გზა  "ქართულ ოცნებასთან" მიდის, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან და ე.წ. ქუჩის ბიჭებთან ყველა არჩევნებზე წარმატებით თანამშრომლობს.  "ქართულ ოცნების" კავშირი  შავ სამყაროსთან, უბნის ძველ ბიჭებთან, დაქირავებულ ზონდერებთან, ბოტებთან და ტროლებთან ხელისუფლებას მათ წინაშე ანგარიშვალდებულს ხდის, რასაც საბოლოო ჯამში კრიმინალის ზრდასა და დაუსჯელობის სინდრომამდე მივყავართ. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმის კადრები:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი