"ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს" - კალაძე კობახიძესა და "გოიმ ოპოზიციაზე"

გამოქვეყნდა:

„პოლარიზება, რაც დღეს არის, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს“, - ასე ეხმაურება დედაქაალქის მერი ირაკლი კობახიძის განცხადებას "გოიმ ოპოზიციაზე". ჟურნალისტები კახა კალაძისგან დაინტერესდნენ, ასეთი განცხადება ხელს ხომ არ უწყობს პარტიებს შორის კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. თბილისის მერი კობახიძის სკანდალური განცხადების კომენტირებისას, კორექტულობისკენ ოპოზიციას მოუწოდებს.

„ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს. ზოგადად, მივესალმები იმას, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება ბევრ რამეში არ ვთანხმდებოდეთ და ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, თუმცა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამ ვითარებაში აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით, ძირითადად მიდიოდა შემოტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას იცავდა. მახსოვს მათი განცხადებები. შესაბამისად, გამიჭირდება ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ“, - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ოპოზიციას "გოიმი", გიგა ბოკერიას კი "ნომერ პირველი გოიმი" უწოდა. რასაც თავად გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა, კობახიძეს "კომპლიმენტისთვის" მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი