საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ დღეს, 6 აგვისტოს 6 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაცვალა და საერთო რაოდენობა 6 016 გახდა.
ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ხოლო 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 181 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,2 მილიონზე მეტი.