საუბრობენ კინოცენტრის გაუქმება-რეორგანიზაციაზე, ბრალდებები უსაფუძვლოა - გაგა ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

დადგება თუ არა დღის წესრიგში ეროვნული კინოცენტრის გაუქმება-რეორგანიზაციის საკითხი - ამ საფრთხეს უკვე ხედავს კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე. იგი Facebook-ზე პოსტსაც აქვეყნებს:

"ამ ბოლო დროს მასმედიის საშუალებებში აქა-იქ გაისმა კრიტიკა, თითქოს კინოცენტრმა თავისი თავი ამოწურა. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მის დადებით როლს კინოინდუსტრიაში და საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია, აშკარად ჩანს, რომ კინოცენტრის კრიტიკოსებს არ აქვთ არც ალტერნატიული კონცეფცია, არც რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმა, არც რამე სხვა იდეა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაფინანსების არსებულ სისტემაზე და ეროვნულ კინოცენტრზე უარის თქმა გამოიწვევს ქართული კინოინდუსტრიის კოლაფსს",  - წერს კინოცენტრის ხელმძღვანელი.

 გაგა ჩხეიძე მოუწოდებს ქართველ კინემატოგრაფისტებს, მხარში ამოუდგნენ ეროვნულ კინოცენტრს და გაერთიანებული ძალებით იზრუნონ მის როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ფინანსურ გაძლიერებაზე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი