ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის სეირნობის დროსაც, რათა ხელი არ შეუწყონ რეგიონში კორონავირუსის გავრცელებას.
"ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ გაეცნოთ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარში სეირნობის დროს:
- დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენეთ პირბადე!
- თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას!
- მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია!
- ჩაერთეთ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში!
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 628 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტურისტული სეზონის გამო რეგიონი მეტი საფრთხის ქვეშაა.