დამოუკიდებელი დეპუტატები "ოცნების" ახალი კანონპროექტის განხილვას ბოიკოტს უცხადებენ

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მიერ ახალი რეგულაციების დამტკიცებას დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

დამოუკიდებელ დეპუტატს მარიამ ჯაშს "ოცნების" ახალი კანონპროექტი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია.

ჰუმანური, ჯანდაცვის სფეროთი მართლდებოდეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს უმრავლესობაში, არ გარისკონ აღნიშნული კანონის დამტკიცება და კიდევ ერთი, სერიოზული კრიტიკის რისკის წინაშე არ დააყენონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი