თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, შეგვიძლია დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ - წულუკიანის ირონია

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის მორიგი ცინიკური განცხადება ხელოვნების მუზეუმის დასაცავად გამოსული მოქალაქეების პროტესტზე. კულტურის მინისტრმა გუშინდელ აქციებს "ჩაფლავებული აქციები"უწოდა.

„თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ" - თქვა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე "გამოიშიგნა". მინისტრი აანონსებს, რო სექტემბრის ბოლოს ინვენტარიზაცია დასრულდება და საზოგადოება შედეგებს ნახავს

"ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი" ამბობს წულუკიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი