ანტიკონსტიტუციური, საფრთხის შემცველი კანონპროექტი - ოპოზიცია "ოცნების" ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ინიციატივას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, საპარლამენტო ოპოზიციისთვის ანტიკონსტიტუციურია. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრემიერი და მთავრობა იმპიჩმდენტს დაექვემდებარება.

ხვალინდელი თქვენი აქტი არის ანტიკონსტიტუციური, ხოლო მისი გამომცემი მთავრობა და პრემიერმინისტრი დაექვემდებარებიან იმპიჩმენტს, - აცხადებს რომან გოცირიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ამ კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეები აღიძრება.

შეზღუდვების დაწესების დროს რომ პარლამენტი გადამწყვეტია, ამაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია. "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს.

რაც მეტად ვუსმენ ამ დისკუსიას, მეტად ვრწმუნდები, რომ უკვე პრინციპში საჭიროება უკვე არის კანონში გაწერილი და იმის ჩადება, რაც არის ინიცირებული, მხოლოდ საფრთხის მატარებელი არის და მეტი არაფრის, - ამბობს ჩუგოშვილი.

საფრთხეებზე ისაუბრა კიდევ ერთმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ არადემოკრტიულია, როდესაც შეზღუდვების დაწესება ამ ფორმით მოხდება.

კოვიდ 19-ზე უფრო სახიფათოა, ჯანდაცვის ლოზუნგის ქვეშ გადააბიჯო დემოკრატიას. არანაკლებ სახიფათოა, დაზაფრო ადამიანები, - ამბობს ბესელია.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი