იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო მოძრაობას "ხალხისთვის" აფუძნებს. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადა, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.
ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომელიც უკეთეს მომავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ხელისუფლებამ დაივიწყა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის, - ამბობს დოლიძე.
მისივე თქმით, მოძრაობაში სამართლიანობისთვისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლაში ადამიანები ერთიანდებიან.