18 წინასაარჩევნო კონცერტი ეპიდემიის დროს | მთავრობამ 700 000 ლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წინასაარჩევნოდ, 18 რეგიონში კონცერტის გასამართად 700 ათას ლარს გამოყოფს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას ხელს სწორედ ხელისუფლება უწყობს.

დაგვიანებული ვაქცინაციის გამო გვაქვს ათასობით შემთხვევა, ვისმენთ ჯანდაცვის მინისტრის და ა.შ. მიმართვებს, რომ თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრისგან, ღონისძიებებისგან, მძიმე ვითარებაა საავადმყოფოში და დიდი ტვირთი აწევთ ექიმებს... და ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფო ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. წულუკიანის ბრძანებით, 700 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსზე ხელოვნების სფეროში სხვადასხვა რეგიონებში... ჯამში დაგეგმილია 18 ხალხმრავალი ღონისძიება. 

ერთის მხრივ, ხელისუფლება ხშირად აქციებს აბრალებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმებას და მეორე მხრივ, კრეფენ ხალხს და უდიდეს საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას, - ამბობს ელენე ხოშტარია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი