ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოდის. აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე რუსეთი პროპაგანდას აძლიერებს და საქართველოს ხელისუფლებას დახმარების ხელს სთავაზობს.
შეთავაზება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე 5 აგვისტოს გააკეთა.
განცხადებას ოფიციალურმა თბილისმა დღეს უპასუხა და თქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი ქვეყნის დეოკუპაციაზე გადის.
რუსეთმა ჯერ ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან - ამერიკის სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა ორფოლოს სამხედრო პოლიგონიდან გამოუცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.
ოკუპანტის გზავნილს მალევე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და თქვა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის მთავარი შემომტანი სწორედ რუსეთია.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ რუსეთი საქართველოში მთავარ საყრდენად სწორედ დღევანდელ მმართველ პარტიას განიხილავს.
რუსეთის მიერ დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობა, ევროპული და ამერიკული მედიაციით მიღწეული დოკუმენტის ჩაშლა და ქართული ოცნების სატელიტი „პატრიოტთა ალიანსის“ საჯარო მიმართვა რუსეთის ფედერაციას - ეს იმ ქმედებების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ოკუპანტმა ქვეყანამ პასუხი არ დააყოვნა და საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს.