დიმიტრი ერისთავი - გენიალური ქართველი მხატვარი, რომელმაც შექმნა არაერთი ილუსტრაცია წიგნისთვის, დაგვამახსოვრა კადრები გამორჩეული ქართული ფილმებიდან და გრაფიკულად შემოგვინახა 60-იანი წლების თბილისის ისტორიები - 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

განუმეორებელი მხატვარი, რომელმაც ეპოქა შექმნა - სწორედ ასე იხსენებენ მას კოლეგები.

დიმიტრი ერისთავის მრავალი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა ჰქონდა, თუმცა მისი საგანძურის უმეტესი ნაწილი, განუმეორებელი გრაფიკული ნამუშევრები ახლაც მის საყვარელ სახელოსნოშია.

დიმიტრი ერისთავი 1931 წელს 18 ივნისს თბილისში დაიბადა. 1967-1974 წლამდე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი.

დიმიტრი ერისთავს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიერა, ღირსების ორდენი, რუსთაველის სახელობის პრემია, ბრწყინვალების ორდენი და სხვა. 2016 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი