მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიდიან

გამოქვეყნდა:

დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიდიან და დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები.

"სიმბოლურ თარიღებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხში იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა - თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, ამასთან არის დაკავშირებული თარიღებიც. ყველამ იცის, რომ ქართულმა სახელმწიფომ 7 აგვისტოს დილით ადრე მიიღო პირველადი მონაცემი, რომ რუსული რეგულარული არმია შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. დღის განმავლობაში კი იყო მსხვერპლი და ქართველი სამშვიდობოები დაიღუპნენ." - ამბობს გიგა ბოკერია

დღეს, 2008 წელს, რუსეთის შემოჭრიდან 13 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი