ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აგვისტოს ომის 13 წლისთავს "ტვიტერით" ეხმაურება და ე.წ. სქრინებს აქვეყნებს წარწერებით: "როგორ ხედავს საქართველოს რუსეთი" და "როგორ ხედავს საქართველოს ევროკავშირი"
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე“, – წერია კრამონის განცხადებაში.
ამავე თემაზე: