მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ხელისუფლებიდან არავინ მისულა. როგორც წესი, "ქართული ოცნება" დაღუპულ გმირებს პატივს 8 აგვისტოს მიაგებს.
ოპოზიცია კი დღეს დილიდან მიდის დაღუპულების საფლავებთან და ამბობენ, რომ რუსული ნარატივი და ინტერესია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს დასახელება.
13 წლის წინ, რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრნენ და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს.
პუტინის სამხედრო ავანტიურა რუსეთის დუმამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დაასრულა. 13 წლის შემდეგაც რუსი ოკუპანტები აგრძელებენ პროვოკაციებს და საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას.