არც ერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება - ნიკა მელიას გადაწყვეტილება 

გამოქვეყნდა:

არცერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება! -აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თბილისში ნიკა მელია. მელია განმარტავს, რომ თავს უფლებას ვერ მისცემს ძვირადღირებული ბილბორდები გააკრას დედაქალაქში, სადაც მრავალი პრობლემა მოუგვარებელია.

"არც ერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება! მიმაჩნია, რომ ქალაქი, სადაც ყველაფერი უკუღმა კეთდება, ქალაქი, რომელიც ნაგვითაც ყარს, ქალაქი, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, ქალაქი, სადაც ეპიდემიას ვერ ებრძვიან იმიტომ, რომ როგორც მინიმუმ, არიან უსუსურები, არა მაქვს მე უფლება, ძვირადღირებული ბილბორდები გავაკრა, ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძესა და კორუმპირებულ ხმალაძეს",- თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დედაქალაქის მერს მხოლოდ თბილისში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ბილბორდები აქვს გაკრული. მელიას თქმით, მხოლოდ ეს თანხა გადაუჭრიდა თბილსერვისის გაფიცულ თანამშრომლებს პრობლემებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი