რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება- დავით ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

მეორე დღეა, აღინიშნება 13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ქვეყნის პირველი დიპლომატი ხაზგასმით აღნიშნავს,რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს. 

 „მეორე დღეა, აღინიშნება 13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე განაჩენი გამოიტანა და დაადგინა, რუსეთი ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი 2008 წლის აგვისტოს ომში პასუხისმგებელია ადამიანი უფლებების ოთხ დარღვევაზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი