
მოსყიდვა, მოსყიდვა, მოსყიდვა, მეტი შანსი ივანიშვილს არანაირი არ აქვს, - ასე აფასებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქის გამარჯვების შესაძლებლობას.
ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მთელი მსოფლიო გაეროს ტრიბუნიდან მოატყუა, საზოგადოებაში ნდობა დაკარგული აქვს.
მოსყიდვა, მოსყიდვა, მოსყიდვა, მეტი შანსი ივანიშვილს არანაირი არ აქვს... როგორ წამოგიდგებიათ, ჩავიდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გურჯაანში, ზუგდიდში, ქუთაისში და ჰპირდება, კვლავ რომ 5 მილიონი ყველა სოფელს, იაფი ფული, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ვერ ვხვდები ახლა კახელი გლეხის ადგილზე, რომლებიც გონიერები არიან, ის ადამიანი არ იტყვი, რომ თქვენ გაეროს ტრიბუნიდან მოატყუეთ და მთელი მსოფლიო და მე არ მომატყუებთ როგორც კი დაგჭირდებათო?, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ნდობა აღარ აქვს. მისივე თქმით, ივანიშვილი საზოგადოების პოლარიზაციას ვეღარ შეძლებს, რადგან ოპოზიცია ერთიანია.