კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა - პრესსამსახური

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

„დეპუტატების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზზე არსებული მწვანე ბაღები არის დემონსტრირება იმის, რომ არსებულ რეალობას არ შევეგუებით და ადგილობრივები ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე არასდროს იტყვიან უარს” - ნათქვამია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ გიორგი ვოლსკი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი