პოლიტიკასაზოგადოებაკითხვები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ - თბილისის ქუჩებში წარწერები გამოჩნდაგამოქვეყნდა: შაბათი, 7 აგვისტო, 2021 - 14:50
კითხვები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ - აგვისტოს ომის 13 წლისთავზე თბილისის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა. "რატომ არ დაისაჯნენ ტატუნაშვილის მკვლელები?" რამდენ ჩვენს მოქალაქეს იტაცებენ ოკუპანტები ყოველ წელს"? "რატომ ჩამოიყვანეთ გავრილოვი?" "რატომ არ დაისაჯნენ ოთხოზორიას მკვლელები"? "რატომ არ აშენდა ანაკლიის პორტი"? ავტორი სამოქალაქო მოძრაობა 20 ივნისია.