საგანგაშოა ის ვიდეოები და ფოტოები, რაც ვრცელდება ბათუმიდან - გაბუნია 

გამოქვეყნდა:

ნამდვილად საგანგაშოა ის ვიდეოები და ფოტოები, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

გაბუნიას თქმით, არსებული საწოლფონდი თითქმის შეივსო. 

​"ნებისმიერი სოციალური აქტივობა დღეს შეიძლება გახდეს ბუსტერი ინფექციის გავრცელებისთვის, ასე რომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად...

საწოლფონდი, ბუნებრივია არის ძალიან გადატვირთული. დღეს 6 400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში, 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა და ჰოსპიტალური რესურსიც არის შეზღუდული",- ამბობს თამარ გაბუნია. 

ცნობისთვის, ცნობისთვის, დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 4216   ახალი შემთხვევა - გარდაიცვალა 38 ადამიანი. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კორონავირუსს 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი