
გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორის, გიორგი ჩალაძის სასამართლო პროცესი დაწყებიდან მალევე გადაიდო.
ჩალაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ჩალაძე მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს გააჩერეს.
როგორც სასამართლოზე გაირკვა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.