გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ თბილისში, დააკავეს. ის ამ დროისთვის უკვე საქალაქო სასამართლოში ყავთ გადაყვანილი, სადაც მოსამართლე მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებს.
რა გახდა ჩალაძის დაკავების მიზეზი ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია.
პროვოკაციის მოწყობა უნდოდა, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდა, ხელი დამიზიანა - თქვა გიორგი ჩალაძემ დაკავებისას
თავად ჩალაძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან დაპირისპირებას, პოლიცია მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადა.