
80 მომხრე, 3 - წინააღმდეგი. კანონპროექტს, რომელიც მთავრობას შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაწესების უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ასახელებს. მეორე და მესამე მოსმენა, ასევე საბოლოო კენჭისყრა, ხვალ არის დაგეგმილი.
დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა..
ოპოზიცია კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.