ოკუპირებული რეგიონების ე.წ. "პრეზიდენტებმა" ერთობლივი წვრთნების ჩატარების საკითხი განიხილეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთისა და ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონების ე.წ. პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და "ორ ქვეყანას" შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების პერსპექტივა განიხილეს. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შეუძლიათ, ერთ-ერთი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ.

განვიხილეთ ჩვენს სტრუქტურებს შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა და რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ჩვენი მეზობლები ხომ მათ რეგულარულად ატარებენ. გარკვეული მომზადების შემდეგ შესაძლებელია ამ სწავლების ჩატარება აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, - აღნიშნა ბიბილოვმა.

თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ კი თქვა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს "|ორი სახელმწიფოს" უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, რათა განხორციელდეს ძალისხმევის კოორდინირება მოსალოდნელი საფრთხეების განეიტრალების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, სამყარო არ გამხდარა უფრო ჰუმანური და ჩვენ გვჭირდება გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხვდებით მსგავს პრობლემებს მრავალი თვალსაზრისით და მიდგომების ერთიანობა არის რეალური შანსი ამ საკითხების გადასაჭრელად. ორი ხმა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ერთი. მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ცოტა რამ შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ, - თქვა ბჟანიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი