"ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე" - საპატრიარქო ბორჯომში მომხდარ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციას, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირია, საპატრიარქო ადასტურებს. განცხადება მათ Facebook-ზე გავრცელდა:

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, - წერს საპატრიარქო.

შეგახსენებთ, მკვლელობა ბორჯომში 6 აგვისტოს მოხდა. მოკლულია ლევან ნამგალაძე. ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა.

იხილეთ ასევე:

"მთავარის" ინფორმაციით, დაკავებული წალკის მამათა მონასტრის ბერია - მკვლელობა ბორჯომში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი