"მთავარის" ინფორმაციით, დაკავებული წალკის მამათა მონასტრის ბერია - მკვლელობა ბორჯომში

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირი, რომელიც "მთავარის" ინფორმაციით, ბორჯომში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, წალკის მამათა მონასტრის ბერი მამა ანტონი, ერისკაცობაში გიორგი მაისურაძეა.

ინფორმაციას ოფიციალურად ამ დრომდე არავინ ადასტურებს, თუმცა წყაროს ცნობით, მაისურაძის გარდა, დანაშაულში კიდევ 2 პირი ფიგურირებს, თუმცა დანაშაული თავის თავზე მხოლოდ სასულიერო პირმა აიღო.

გარდა ამისა, ერთი ვერსიით, მაისურაძე ეკლესიიდან წლების წინ განკვეთეს, მეორე ვერსიით- ის ამ დრომდე მსახურობდა მონასტერში.

არსებული ინფორმაციით, შსს-მ დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერებიც ამოიღო.

შეგახსენებთ, მკვლელობა ბორჯომში 6 აგვისტოს მოხდა. მოკლულია ლევან ნამგალაძე. ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი