მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს - კალაძე ინსტრუქციებს ელოდება

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ავტობუსისა და მეტროს გაჩერებამ ყველაზე მეტად, გაღარიბებული მოსახლეობა დააზარალა.

მოქალაქეებს ფეხით გადაადგილება იმის გამო უწევთ, რომ ავტომობილი და ტაქსის ფული არ აქვთ. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, ხალხი ხელისუფლებას ტრანსპორტის მუშაობის აღდგენისკენაც მოუწოდებს.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა, ქვეყანამ ახალი წესებით უნდა იცხოვროს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტრანსპორტის აღდგენა გარდაუვალი აუცილებლობაა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში ყველა მოქალაქემ ოქროს წესი - სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიმღები საკოორდინაციო საბჭოა, თუმცა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოსახსნელად კახი კალაძე მითითებებს მაინც ელოდება. დედაქალაქის მერი ტრანსპორტის ამუშავებას არ ჩქარობს, თუმცა საზოგადოებას არც სამოქმედო გეგმას აცნობს.

კალაძისგან განსხვავებით, სპეციალისტებს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უკვე აქვთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ დრომდე აკრძალვას სფეროს ექსპერტები არაჰუმანურს უწოდებენ.

საზოგადოება ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდება. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, მთავრობა შეზღუდვების ნაწილობრივ ტოვებს. როგორ გადანაწილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან დაამატებს თუ არა დედაქალაქის მერია მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ახალ ავტობუსებს, უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი