რატომ ჩაირიცხა მაისის ხელფასი თავდაცვის სამინისტროში არასრულად - დეტალებზე უწყებაში დასაქმებულმა ადამიანებმა "მთავარის" კამერასთან აღარ ისაუბრეს. თანამშრომლების ნაწილმა ხელფასი რომ სრულად ვერ აიღო, არც უწყებაში დაუმალავთ. მას შემდეგ კი რაც პრობლემით "მთავარი არხი" დაინტერესდა, უწყებამ პასუხისმგებლობა ხაზინას გადააბარა და ამტკცებდა, რომ ტექნიკური ხარვეზი დღის ბოლომდე გასწორდებოდა.
იმის მიუხედავად, რომ ხელფასების დროულად გასასტუმრებლად ფული ვერ მოინახა, ირაკლი ღარიბაშვილის უწყება მილიონებს მაინც უხვად ხარჯავს და თან ისე, რომ ხალხის მინისტრის სანათესაოსთან მიდის. თავდაცვის სამინისტრომ სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა ტენდერი, რომელიც ჯარისკაცებისთვის 200 000 მშრალი ულუფის შეძენას ითავლისწინებდა. სამ მილიონნახევრად შეფასებულ კონკურსში მხოლოდ ერთმა კომპნიამ მიიღო მონაწილეობა, რომელიც დედოფლისწყაროს ყოფილი აბანოს შენობაშია მოწყობილი. "ნაციონალური დელიკატესები" სახელმწიფოს ფინანსური დახმარებითაა დაფუძნებული, მისი მფლობელები კი თავადცვის მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის გარემოცვის წევრები არიან.
კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელი იმავე ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც მინისტრის სიმამრი კომერციულ ფართებს ფლობს. თუმცა, კომპანიის დირექტორი ღარიბაშვილების კლანთან კავშირს უარყოფს და განმარტავს, რომ ის მსგავსი ტიპის შესყიდვებში ადრეც იმარჯვებდა. მაგრამ, რატომღაც, ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნების შემდეგ, კონტარქტის ღირებულება სამჯერ გაიზარდა.
"ნაციონალური დელიკატესების" უკონკურენტო შეთავაზებას ახლა შესყიდვების კომისია სწავლობს და უახლოეს დღეებში ალბათ მინისტრის ახლობლებთან კონტრაქტსაც გააფორმებს. სამაგიეროდ კიდევ ერთი ხმაურიანი ხელშეკრულება ღარიბაშვილის უწყებამ, უკვე გააფორმა 18 მაისს და კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში 130 000 ლარად ჩოხებს შეიძენს სარიტუალო ბატალიონისთვის. თანხას კი ლევან ვასაძის "სამოსელი პირველი" მიიღებს, რომლეთანაც სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვა გააფორმა და არც კონკურსი არ გამოაცხადა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოცემულ პირობებში ჩოხებში გადახდილი 130 000 ლარიც გაუმართლებელი ხარჯია და ვერც მშრალ საკვებში მილიონების გადაყრაში ხედავენ აზრს, თუკი ჯარი ისედაც ყაზარმულზეა და ვირუსის ეპიდემიის გამო, ყველა საველე სამხედრო წვრთნა, გაუკრვეველი ვადითაა გადადებული.
ბოლო თვეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ხმაურიანი შესყიდვა განახორციელა. მათ შორის, იყიდა ძვირადღირებული სასაჩუქრე საათები, დიდი ოდენობით ბატკნის ხორცი ჩაქაფულისთვის, ასევე პირბადეების შეკერვა დაუკვეთა სამკერვალოს, რომელიც ხელშეკურების გაფრომებადე ორი კვირით ადრე იყო დაფუძნებული.