თალაკვაძე: ბავშვებმა დაგვპატიჟეს... ბეჟუაშვილი: ვთამაშობდი, მოვიდნენ, გადაიღეს ულევი ფოტო - პიარი ვერ შედგა 

გამოქვეყნდა:

ჩვენი სკოლა ოზურგეთში. ბავშვებმა კალათბურთის სათამაშოდ დაგვპატიჟეს - ფოტოს ამ წარწერით არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, თუმცა როგორც გაირკვა პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე იქ არავის დაუპატიჟია.

"გირჩი მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, წერს რომ "ოცნების" წევრები და გუბერნატორი სტადიონზე საკუთარი ინიციატივით მივიდნენ და ეტლის ფონზე ფოტოებიც მრავლად გადაიღეს.

დღეს კალათბურთს ვთამაშობდი, მოვიდნენ ქართული ოცნების წევრები და ოზურგეთის გუბერნატორი. მოგეხსენებათ, მე ეტლით ვთამაშობ,ჰოდა გადაიღეს ულევი ფოტო ეტლის ფონზე და სავარაუდოდ დადებენ კიდეც.ქართული ოცნების მხარდამჭერი არ ვარ, გირჩის წევრი ვარ. იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის" წერს ბეჟუაშვილი "ფეისბუქზე"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი