"რუსეთი ოკუპანტია", "არა ოკუპაციას", "რუსეთი კლავს"- ამ შინაარსის წარწერები შტუტგარტის ქუჩებში გამოჩნდა. ქართველი ემიგრანტები აგვისტოს ომის 13 წლისთავს გამოეხმაურნენ და ოკუპაცია გააპროტესტეს.
როგორც mtavari.tv-ის აქციის მონაწილეებმა უთხრეს, მთავარი მიზანი იმის შეხსენება იყო, რომ ოკუპაცია გრძელდება და ამ დრომდე რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები - გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუა.