არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციის იმედი გამოთქვა და ამ კუთხით, საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა

ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, რაც ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია, რომელიც გამარჯვებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის.

ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი