შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა - კუჭავა

გამოქვეყნდა:

"შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია რატომ საუბრობენ 6-ზე ან 7-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება ძალიან მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო"

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აგვისტოს ომის 13 წლისთავზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი