პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული ხედვა აქვს. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია კოალიციური მთავრობის შექმნა.
ქვეყნის პირველი პირი ხაზგასმით, აღნიშნავს, რომ მუდმივად ერთი ხელისუფლების არსებობა დაუშვებელია.
"აუცილებელი შემდეგი ნაბიჯი არის, იმიტომ რომ როგორ წარმოგვიდგენია, რომ ერთი პარტია იყოს მუდმივად, ალბათ ამაში დამეთანხმებით, არავის არ უნდა, მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ის ძველი ძალა დაბრუნდეს, ამდენად სხვა გამოსავალი რა არის, რომ წინ წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ძალიან ახალი, ძალიან უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა. კოალიცია იმიტომ , რომ არჩევნები გვეუბნება, რომ შენი ამომრჩეველი ითხოვს კოალიციას",- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
იხილეთ ასევე:
5 ივლისს ქაშუეთთან გავიარე და ვნახე, რომ ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული - ზურაბიშვილი