დედაქალაქის შემდეგ, ქართული ოცნება წინასაარჩევნო სიძულვილის კამპანიისთვის რეგიონებში ემზადება.
სისხლიანი ბანერები, სადაც ოპოზიციის ლიდერები და კრიტიკული არხების მედიამენეჯერები არიან გამოსახული, ზუგდიდში ჩაიტანეს. მთავარის ინფორმაციით, პლაკატები მერიაში დაასაწყობეს, თუმცა ამ ფაქტს ადმინისტრაციაში უარყოფენ.
"მთავარს" ის მგზავრი ესაუბრა, რომელიც იმავე მიკროავტობუსით მგზავრობდა, რითიც დასახელებული ბანერები მძღოლს თბილისიდან გაატანეს და მერიაში მიტანა დაავალეს
"მძღოლს მოუტანეს ყუთით ბანერის ტიპის პლაკატები. როდესაც იძრებოდა მარშუტკა, შევამჩნიე, რომ თბილისში რომ არის იდენტური პლაკატები იყო და უთხრეს მძღოლს, რომ მერიაში უნდა მიეტანა" ამბობს "მთავართან" თვითმხილველი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ ზუგდიდი იქნება თბილისის შემდეგ ის ქალაქი, სადაც "ოცნება" ტავის წინასაარჩევნო კამპანიას სწორედ სიძულვილისა და ზიზღისშემცველი რიტორიკით გააგრძელებს.
ავტორი: ემა გოგოხია