თბილისის მერს პიარი თვეში 95 000 ლარი უჯდება. კალაძის იმიჯსა და რეკლამაზე 57 ადამიანი ზრუნავს. მათ შორის არიან პიარ მენეჯერები, მრჩევლები, მძღოლები, ფოტოგრაფები და ოპერატორები. სოლიდური თანხების ხარჯვაზე თბილისის მერი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ მის თანამშრომლებს ხელფასების პრობლემა არ ექმნებათ
"თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ, ჩვენს თანამშრომლებთან ურთიერთობას გავარკვევთ ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა, არც დღეს არის და არც მომავალში იქნება",-ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ "თბილსერვისის" თანამშრომლები და 24 საათი დედაქალაქის ქუჩები ნაგვით იყო სავსე.
ავტორი: საბა ბუაძე