"გონორით ნუ ლაპარაკობთ..." - შეკითხვებმა პრემიერი წყობიდან გამოიყვანა

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის მორიგი შეტევა ჟურნალისტებზე . მუხათგვერდის სასაფლაოზე პრემიერი დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვებმა გააღიზიანა და აგრესიული ტონით მიუთითა, რომ "გონორით ნუ ლაპარაკობს"

ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და ტრადიციულად წინა ხელისუფლებას დააბრალა ყველაფერი:

"დიახ მასწავლებელო...გონორით ნუ ლაპარაკობთ"...

"თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის და თქვენი ლიდერის, მფლობელის და მაკონტროლებელის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ეს იყო ასე ვთქვათ, დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია" - ამბობს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი