თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთი ხელისუფლებაა უახლეს ისტორიაში, რომელმაც ომი აიცილა. განცხადება მან მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა:
"თუ გადახედავთ, ჩვენი ხელისუფლებაა ისტორიულ მონაკვეთში ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აირიდა ყველა სახის შეიარაღებული კონფლიქტი", - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.
იგივე განცხადება გააკეთა დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც