გიორგი გახარიას ძალაუფლება უზომოდ იზრდება. პარლამენტი საბოლოო ეტაპზეა და "ქართული ოცნება" მზად არის, პრემიერს უფლება მისცეს, თავად შეზღუდოს მოქალაქეების უფლებები.
ერთი საათის წინ უმრავლესობამ შესაბამის ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ კანონპროექტის მიღებით ისინი მთავრობას ეხმარებიან, რომ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამოვიდეს.
ოპოზიცია წინააღმდეგია, მაგრამ ცვლილების დასაბლოკად ხმები არ ყოფნის. ხელისუფლებს ოპონენტების მთავარი არგუმენტი თანამდებობის ერთი პირის ხელში გადამეტებული უფლებების თავმოყრაა, რაც პირდაპირი გზაა ავტორიტარიზმისკენ - ამბობენ ოპოზიციის ლიდერები.
დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა..
ოპოზიცია კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.